ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან ოფიციალურად გავიდა


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დრომდე უცნობია და რამდენიმე შტატში ხმის დათვლის პროცესი გრძელდება. რამდენიმე საათის წინ კი ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ამერიკამ დატოვა პარიზში გაფორმებული საერთაშორისო პაქტი, რომელიც იმ გამონაბოლქვის შემცირებას ისახავს მიზნად, რომელიც ატმოსფეროში ტემპერატურის ზრდას უწყობს ხელს. შეთანხმება 20015 წელს შედგა და მას თითქმის 200 ქვეყანა შეუერთდა.

შეთანხმება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თუ ატმოსფეროში ტემპერატურა 2 გრადუსითაც კი გაიზრდება, შესაძლოა დედამიწის ნაწილი განადგურდეს, წყლის დონე გაიზარდოს, გახშირდეს ტროპიკული წვიმები, წყალდიდობები და გვალვები.

ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმებას დატოვებდა, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა გასულ წელს თქვა. შეთანხმებიდან გამოსვლას თავის პროცედურები აქვს და განსაზღვრული დრო, როცა მხარეს შეთანხმების დატოვება შეუძლია 2020 წლის ნოემბერში გავიდა.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ მალევე თქვა, რომ შეთანხმებას დატოვებდა, რის გამოც ის კრიტიკის საგანი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო წლების განმავლობაში წიაღისეული წარმოების მხარდაჭერისთვის და შეამსუბუქა გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

გლობალური დათბობის შეჩერება ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის გარეშე რთულია, რადგან ამერიკა მსოფლიოს რიგით მეორე დამაბინძურებელია ნახშირჟანგით და სხვა გამონაბოლქვით, რომელიც დედამიწაზე ტემპერატურის ზრდას იწვევს. პირველ ადგილზე ამ მხრივ ჩინეთია.

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ამერიკა პარიზის შეთანხმებას დაუბრუნდება. დემოკრატმა პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პერიოდში დადო პირობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკა შეთანხმებას დაუბრუნდებოდა. კლიმატური ცვლილებები პანდემია კოვიდ19-თან და რასობრივი უთანასწორობის თემებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო დებატების დროს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG