ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის მთავარი პრიორიტეტი ჩინეთი ხდება


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ახალი საორგანიზაციო მიდგომა შეიმუშავა, რათა თავდაცვის დეპარტამენტი, ჩინეთიდან მომდინარე „მზარდ გამოწვევას“ უფრო კარგად გაუმკლავდეს. ინიციატივის ნაწილი საიდუმლოა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მცდელობა ცვლის საორგანიზაციო სტრუქტურას, რათა ჩინეთთან შეჯიბრი პრიორიტეტი გახდეს და აზიის ამ ნაწილის მიმართ „საჭირო ყურადღება იქნას მიქცეული".

„ეს არის შეფასება იმის, თუ რას აკეთებს დეპარტამენტი იმისთვის, რომ ჩინეთი პირველ მზარდ გამოწვევად აქციოს“, - განაცხადა პენტაგონს პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.

მცდელობა არაა „ახალი სტრატეგია ან მიმართულების შეცვლა იმისგან, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია აქამდე აკეთებდა“, - აცხადებს თავდაცვის ოფიციალური პირი, რომელიც ჟურნალისტებს 9 ივნისს ესაუბრა. „მდივნის ეს დირექტივა უკავშირდება, დეპარტამენტის ორგანიზებას, და იმის უზრუნველყოფას, რომ დეპარტამენტი ჩინეთის პრიორიტიზებას მოახდენს, როგორც მთავარი, მზარდი გამოწვევის“, - თქვა მან.

ინიციატივა პენტაგონის, ჩინეთზე მომუშავე ჯგუფის მიერ არის შემუშავებული, რომელიც თებერვალში შეიქმნა ჩინეთთან დაკავშირებული პოლიტიკის და სტრატეგიის შესასწავლად.

კონგრესის წინაშე მისი დამტკიცების მოსმენაზე, პენტაგონის შეფმა-ლოიდ ოსტინმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ჩინეთი „ყველაზე შემაშფოთებელი კონკურენტია“, რომელსაც შეერთებულ შტატები უმკლავდება.

ამერიკელი ოფიციალური პირები ხშირად საუბრობენ ჩინეთის მიერ ინდუსტრიული ჯაშუშობის, ბიო-სამედიცინო ინფორმაციის მოპარვის და ტექნოლოგიური მანიპულაციების შესახებ, მათ შორის 5G-სთან დაკავშირებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG