ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკერებმა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებ გვერდი გატეხეს


ჰაკერებმა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებ გვერდი გატეხეს
ჰაკერებმა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებ გვერდი გატეხეს

კომპიუტერულმა ჰაკერებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს მათ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებ გვერდი გატეხეს.

საზოგადოებრივი ვებ გვერდი გუშინ საღამოს სერიზულ პრობლემებს განიცდიდა. ჰაკერების ჯგუფმა კი, რომელიც თავის თავს „ლულზის უსაფრთხოებას“ უწოდებს, თვითერზე თავის მიმდევრებს შეატყობინა, რომ ეს სწორედ მათი ნახელავია.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის განცხადებით ჰაკერების შეტევა მხოლოდ ვებ გვერდზე განხორციელდა და მათ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხელში არ ჩავარდნიათ.

„ლულზის უსაფრთხოების“ ჰაკერებმა რამდენიმე ხნის წინ შეერთებული შტატების სენატის, კორპორაცია „სონის“ და სატელევიზიო არხების ვებ-გვერდებიც გატეხეს. მათი თქმით ეს ღონისძიება კიბერ-უსაფრთხოების სუსტი მხარეების გამოვლენისთვის არის გამიზნული.

XS
SM
MD
LG