ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჩინეთთან სამხედრო კავშირების განმტკიცებას ცდილობს


ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ჩინელ კოლეგას შეხვდა და თქვა, რომ მაღალი რანგის კავშირები ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის რისკს შეამცირებს, იმ შემთხვევასიც კი თუ ეს კონფლიქტი წინასწარ განზრახული არაა.

მატისი ჩინეთის გენერალ ვეი ფენგს აზიის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, სინგაპურში შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებს კონკრეტული შეთანხმება არ მოჰყოლია შედეგად, ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ჩინეთთან სამხედრო ურთიერთობის სტაბილიზება ხდება. სამხედრო ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ე.წ. სავაჭრო ომის პარალელურად გაუარესდა. მიზეზებს შორის იყო ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთისგან იარაღის შეძენა, რასაც ამერიკისგან სანქციების დაწესება მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG