ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობას უარყოფს


ჩინეთი მტკიცედ უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ქვეყანა ამერიკის შუალედურ არჩევნებში ჩარევას ცდილობს.

ამავე დროს დიპლომატიური უთანხმოება იზრდება ამერიკასა და 2015 წლის ე.წ. ირანის ბირტვული შეთანხმების სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. ამერიკის პრეზიდენტმა გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისას თქვა, რომ ქვეყანა ირანისთვის სანქციების ახალ ტალღას ამზადებს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებმა იმის შესახებ, რომ ჩინეთი ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ბევრი გააკვირვა. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტს ჰკითხეს რა მტკიცებულებები აქვს იმისა, რომ ჩინეთი მართლაც ცდილობს ჩარევას.

"ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ გამოჩნდება", თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ სიტყვებს ნამდვილად აქვს საფუძველი.

ოფიციალურმა პეკინმა მტკიცედ უარყო ამერიკის ბრალდებები. ჩინელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ყურადღების გადატანის მცდელობა იყო, რადგან პრეზიდენტს არ უხსენებია რუსეთი და ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG