ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჩინეთის სამხედრო სააგენტოს სანქციებს უწესებს


ჩინეთი შეერთებულ შტატებს სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს და საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება. სანქციები ამერიკამ ჩინეთის სამხედრო სააგენტოს მას შემდეგ დაუწესა, რაც ამ უკანასკნელმა რუსეთისგან იარაღი შეიძინა.

ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა პარასკევს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკის ქმედებებით უკმაყოფილების შესახებ ქვეყანას უკვე აცნობეს.

"ამერიკის ქმედებებმა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპები და სერიოზული ზიანი მიაყენა ორ ქვეყანას და მათ სამხედრო ძალებს შორის ურთიერთობას", განაცხადა გენგ შუანგმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ სანქციები გავლენას ახდენს თვითმფრინავების რუსული მწარმოებელი კომპანიის "სუხოის" მუშაობაზე და ეს "არაჯანსაღი კონკურენციის კიდევ ერთი მაგალითია". მისი თქმით, ასეთი ქმედებები საბოლოოდ ამერიკულ ვალუტაზე იმოქმედებს ცუდად. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა კი განაცხადა, რომ "ამერიკა ცეცხლს ეთამაშება".

ამერიკამ სანქციები ჩინეთის სამხედრო სააგენტოს იმის გამო დაუწესა, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის მოქმედი სანქციების უგულებლყოფით, რუსეთისგან სამხედრო ტექნიკა შეიძინა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჩინეთმა რუსეთის "სუხოი სუ-25" საბრძოლო ტიპის თვითმფრინავი და "ეს-400" შეიძინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG