ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს


ამ თვის ბოლოს, შეერთებულ შტატებში ჩინეთის დელეგაცია ჩამოდის, რათა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომის გაძლიერების ფონზე, მოლაპარაკებები გააგრძელოს.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი ამბობს, რომ მინისტრის მოადგილე ვანგ შოუვენი, საერთაშორისო საქმეებში შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის თანაშემწეს, დევიდ მალპასს შეხვდება.

სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პეკინი დიალოგს მიესალმება, მაგრამ „არ მიიღებს ნებისმიერ ერთპიროვნულ სავაჭრო შეზღუდვის ზომებს.“

6 ივლისიდან, როდესაც ვაშინგტონმა 34 მილიარდი დოლარის ღირებულების 800-ზე მეტი დასახელების ჩინურ ნაწარმზე 25 პროცენტიანი ტარიფი ოფიციალურად დააწესა, ჩინეთი და შეერთებული შტატები ერთმანეთის წინააღმდეგ ტარიფების შემოღების რაუნდში არიან ჩართულნი. ჩინეთმა, საპასუხო ტარიფები ასევე 34 მილიარდი დოლარის, 545 დასახელების ამერიკულ საქონელზე დააწესა.

ორივე მხრიდან, 16 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი ტარიფების რაუნდი, ძალაში 23 აგვისტოდან შევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG