ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკის კომენტარით უკმაყოფილოა


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის „ძალზე უკმაყოფილოა“ თეთრი სახლის პოზიციით

ჩინეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს შეერთებული შტატების მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით. თეთრი სახლის მიერ ოთხშაბათს ტიანანმენის მოედანზე მომხდარი ძალადობის 25 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკა „ყოველთვის დაუჭერს მხარს ტიანანმენის მოედანზე გამოსულთა ფუნდამენტური თავისუფლებების მოთხოვნას“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის „ძალზე უკმაყოფილოა“ თეთრი სახლის პოზიციით, რომელიც, განცხადების ავტორების მიხედვით, „ფაქტების სრულ უგულვებელყოფაზე მიუთითებს“.

ოთხშაბათს პეკინში სიმშვიდე იყო. ტიანანმენის მოედანზე მომხდარი ინციდენტის საჯარო განხილვა ჩინეთში კანონით იკრძალება. 1989 წლის 3 და 4 ივნისს სტუდენტური წინააღმდეგობით დაწყებული პროდემოკრატიული საპროტესტო აქცია პეკინში სამხედროებმა დაარბიეს. მოედანზე ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის მთავრობა დაღუპულთა ზუსტ რიცხვს დღემდე არ ასახელებს და მომხდარს სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობით ამართლებს.
XS
SM
MD
LG