ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის სტრატეგიული დიალოგი


უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ითანამშრომლობის და უთანხმოების საკითხებს განიხილავენ

ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები და კანონმდებლები ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ყოველწლიური შეხვედრის დროს, მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს.

დღეს ვაშინგტონში, ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელები: სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ხაზინის მდივანი ჯეკ ლუ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრებთან სტრატეგიულ და ეკონომიკურ დიალოგს გამართავენ.
ორ ქვეყანას შორის დიალოგი უკვე მეხუთეჯერ იმართება. შეხვედრის დროს ვაშინგტონი და პეკინი მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და უთანხმოების საკითხებს განიხილავენ.

ჩინეთის დელეგაციის ჩამოსვლამდე, ვაშინგტონმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება პეკინის ყველაზე მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება.
XS
SM
MD
LG