ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის მოლაპარაკებები


ორი ქვეყნის წარმომადგენლები კიბერ-სივრცის უსაფრთხოების და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ნორმებზე საუბრობენ

შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის მოლაპარაკებების პირველი დღე ძირითადად კიბერ-უსაფრთხოების თემას დაეთმო. ეკონომიკასთან დაკავშირებული ჰაკერობის მტკივნეული საკითხი ვაშინგტონში მიმდინარე ორშაბათის სესიაზე ამერიკულმა მხარემ წამოაყენა. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა კიბერ-სივრცესთან დაკავშირებით საერთაშორისო ნორმებიც განიხილეს.

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობა კიბერ-უსაფრთხოების პრობლემების გამო საგრძნობლად გაუარესდა. ობამას ადმინისტრაცია ჩინეთს ჰაკერთა კამპანიებში მონაწილეობაში ადანაშაულებს, რაც შეერთებული შტატების სამთავრობო დაწესებულებებს და ბიზნესებს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ისინი ხვალ და ზეგ დაგეგმილ ყოველწლიური უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ უმაღლესი დონის მოლაპარაკებებამდე გარკვეული პროგრესის მიღწევას შეძლებენ.
XS
SM
MD
LG