ჩინეთის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებმა ქსი ძინპინმა და პარკ გუენ ჰუმ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო მიზანი, რომელიც ბირთვული იარაღისგან თავისუფალი კორეის ნახევარკუნძულის არსებობას ითვალისწინებს.
პეკინში გამართული შეხვედრის დროს ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაუშვებელია ატომური ბომბით აღჭურვული ჩრდილოეთ კორეის არსებობა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას დახმარება სთხოვა ფხენიანზე ზეწოლის გაძლიერების საქმეში, რათა ეს უკანსკნელი დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ისახავს მიზნად.