ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური ინვესტიციების დონე დაცემულია


საგარეო ინვესტიციების შედინება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში 2012 წელს 20 პროცენტით გაიზარდა

გაეროს ახალი მოხსენების თანახმად, გლობალური მასშტაბით არსებული უცხოური ინვესტიციები გასულ წელს 18 პროცენტით დაეცა და 1.35 ტრილიონი შეადგინა. გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენცია თავის წლიურ საინვესტიციო მოხსენებაში აღნიშნავს, რომ პირველად ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი ინვესტიცია განვითარებადმა ქვეყნებმა მიიღეს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი ჟენევიდან არკვევდა.
კონფერენციის გენერალური მდივანი სუპაჩაი პანიჩპაკდი აცხადებს, რომ განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების შედინება 32 პროცენტით დაეცა და 561 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისი თქმით, ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დრამატული ვარდნაა.

„კარგი ამბავია, რომ განვითარებადი ეკონომიკები მსოფლიოში კვლავ არსებობენ. მაგალითად, აფრიკაში კვლავ შენარჩუნებულია საგარეო ინვესტიციების შედინება. ასევე გრძელდება ინვესტირება აზიის, ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის ქვეყნებში, თუმცა აქ ინვესტირების ტემპი შენელებულია, რადგან მათ ეს პროცესი მაღალი დონიდან დაიწყეს, ვიდრე მათზე ნაკლებად განვითარებულმა რეგიონებმა,“ - აცხადებს კონფერენციის პრეზიდენტი.

მოხსენების მიხედვით, საგარეო ინვესტიციების შედინება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში 2012 წელს 20 პროცენტით გაიზარდა და 26 მილიარდი შეადგინა. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია კამბოჯა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლიბერია, მავრიტანია, მოზამბიკა და უგანდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველაზე დიდი ინვესტორი მსოფლიოში არის ჩინეთი, რომელმაც მეექვსე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა შეერთებული შტატების და იაპონიის შემდეგ. ჯეიმს ჟანი გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციას წარმოადგენს.

„ჩვენ ვხედავთ საინვესტიციო პროტექციონიზმის ზრდის ტენდენციას. ასევე ვხედავთ, რომ ქვეყნები უფრო ხშირად იყენებენ სარეგულაციო ზომებს უცხოური ინვესტიციების მონიტორინგისთვის და შერჩევით ღებულობენ საგარეო ინვესტიციებს,“ - აცხადებს ჟანი.

გაეროს ეკონომისტების პროგნოზით, 2013 წელს საგარეო ინვესტიციების წილი 2012 წლის დონეზე იქნება შენარჩუნებული და მიახლოებით 1,45 ტრილიონს შეადგენს. ამავე პროგნოზის თანახმად, მაკროეკონომიკური პირობებმა შესაძლოა საგარეო ინვესტიციების გაზრდაზე დადებითად იმოქმედოს და 2014 წელს 1.8 ტრილიონი დოლარი შეადგინოს.
XS
SM
MD
LG