ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მსოფლიო ლტოლვილთა დღეა


ავღანეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილი და ადგილნაცვალი ჰყავს

დღეს გაერო და საერთაშორისო სამოქალაქო ჯგუფები მსოფლიოს ლტოლვილთა დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღით გაერომ სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილები კონფლიქტის, დევნის და ძალადობის გამო დატოვეს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, აფრიკის კონტინენტზე მილიონობით ლტოლვილისა და ადგილნაცვალის პრობლემა სირიის კრიზისმა გადაფარა. კომისარი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაივიწყონ ისინი და დახმარების ხელი გაუწოდონ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილი და ადგილნაცვალი ავღანეთს ჰყავს. სიაში მეორე ადგილი აფრიკას უჭირავს. აფრიკის ქვეყნებში ორი მილიონ რვაასი ათასი ლტოლვილი ცხოვრობს და ადგილნაცვალთა რაოდენობამ იქ 10 მილონს მიაღწია.
XS
SM
MD
LG