ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჩინეთს გამიზნულ ქმედებაში ადანაშაულებს


თეთრი სახლის აზრით, პეკინმა ედვარდ სნოუდენს მისცა საშუალება ჰონკონგი დაეტოვებინა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:01 0:00
ბმული
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები ცდილობს დააპატიმროს დაზვერვის ყოფილი ანალიტიკოსი ედვარდ სნოუდენი, რომელმაც ინტერნეტის და სატელეფონო სათვალთვალო პროგრამის საიდუმლო დეტალები გაამჟღავნა.

ვაშინგტონის აზრით, სნოუდენი ჰონკონგიდან მოსკოვში ჩავიდა.
ორშაბათს პრეზიდენტმა ობამამ დაზვერვის ყოფილ თანამშრომელზე - ძებნილ ედვარდ სნოუდენზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ჩვენ ლეგალური გზებით ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ქვეყნებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კანონის უზენაესობას იცავენ. ასევე მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომელიც აქტიურადაა ამ საქმეში ჩართული.“

თეთრი სახლის პრესცენტრმა ჯეი ქერნიმ ჩინეთის მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ სნოუდენს გამიზნულად მისცა საშუალება ჰონკონგი დაეტოვებინა:

„ჩვენ არ გვჯერა იმის, რომ ეს გადაწყვეტილება ჰონკონგის საიმიგრაციო სამსახურის ერთმა რიგითმა თანამშრომელმა მიიღო. ძებნილის ქვეყნიდან გაშვება მთავრობის გააზრებული არჩევანი იყო, რამაც ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა.“

ქერნის განცხადებით, შეერთებულ შტატებს იმედი აქვს, რომ რუსეთი ედვარდ სნოუდენს ამერიკას გადასცემს:

„შეერთებულ შტატებს რუსეთთან ბოლო დროს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ამის მაგალითი იყო ბოსტონის ტერორისტული აქტის საქმეზე ერთობლივი მუშაობა და მოსკოვის მოთხოვნით, მაღალი დონის კრიმინალების რუსეთისთვის გადაცემა. იგივეს მოველით რუსეთისგან და იმედი გვაქვს, რომ კრემლი გაითვალისწინებს ყველა პირობას და ედვარდ სნოუდენს შეერთებულ შტატებს გადასცემს.“

ორშაბათს ედვარდ სნოუდენმა მოსკოვიდან კუბის რეისზე თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი სავარაუდოდ ჰავანაა,სადაც იგი თავშესაფარს მოითხოვს. თუმცა დღემდე ჰავანის მიმართულებით მფრინავ არცერთ აივიალაინერზე სნოუდენი არ გამოჩენილა.
XS
SM
MD
LG