ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში


პეკინი და მოსკოვი ტრეფიკინგის მაჩვენებლებით ჩრდილოეთ კორეას და ირანს გაუთანაბრდნენ

ჩინეთი და რუსეთი აპროტესტებენ შეერთებული შტატების მიერ გამოცემულ ანგარიშს, რომელშიც ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში ტრეფიკინგის და მონური შრომის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა.
შერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტმა ტრეფიკინგის ყოველწლიური მოხსენება გუშინ გამოსცა, რომელშიც პეკინი და მოსკოვი ტრეფიკინგის მაჩვენებლებით ჩრდილოეთ კორეას და ირანს გაუთანაბრდა.
ჩინეთმა გააპროტესტა სახელწმიფო დეპარტამენტის ანგარიში და მას დაუსაბუთებელი უწოდა. მოსკოვმა კი აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს ანგარიშებს პირადი სიმპატიების საფუძველზე ადგენს.
XS
SM
MD
LG