ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა


სავარაუდოდ, შეხვედრა არაფორმალურ გარემოში ჩაივლის და მხარეები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი ჩინელი კოლეგა ში ჯინპინგი დღეს და ხვალ კალიფორნიის შტატში ხვდებიან ერთმანეთს.
სავარაუდოდ, შეხვედრა არაფორმალურ გარემოში ჩაივლის და მხარეები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.
პრეზიდენტი ობამა ჩინელ ლიდერს ლოს ანჯელესთან მდებარე სანილენდსის მამულში მიიღებს. ამერიკის პირველი პირი, სავარაუდოდ, ჩინელ ლიდერს გაუზიარებს შეშფოთებას ჩინეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმების გამო ამერიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ბიზნესზე. მხარეები ისაუბრებენ ჩინეთის მოთხოვნაზე-გაადვილდეს ხელმისაწვდომობა ამერიკულ ბაზრებზე.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა ბოლოს, სინგაპურში ჩატარებულ უსაფრთხოების ფორუმზე, პეკინი მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ ინტერნეტში ჰაკერობა ყველა ქვეყნის საფრთხეა, ჩინეთის ჩათვლით.
XS
SM
MD
LG