ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა სი ძინ პინთან შეხვედრისთვის ემზადება


მიმდინარე კვირას შეერთებულ შტატებში რამდენიმე ოფიციალური ვიზიტი შედგება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00
ბმული

ამერიკის საშუალო კლასის ეკონომიკური მდგომარეობა და სასოფლო-სამეურნეო პრობლემები არის ის საშინაო საკითხები, რომელთაც ამ კვირაში ყურადღება დაეთმობა, თუმცა ვაშინგტონის ყურადღების ცენტრშია ჩინეთი.

1989 წლის 4 ივნისს პეკინის ტიანანმენის მოედანზე დემოკრატიის მხარდამჭერი აქციების სამხედრო ძალით ჩახშობის შემდეგ 24 წელი გავიდა.

ეს მოვლენა ვაშინგტონში კანონმდებლების მიერ ამ კვირაში ისევ შეფასდება.
ორშაბათს, წარმომადგენელთა პალატის წევრები კიდევ ერთხელ დაგმობენ მშვიდობიანი სტუდენტების მიმართ გამოყენებულ სამხედრო ძალას და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებენ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელი.

ჩინეთი ყურადღების ცენტრში იქნება კვირის ბოლოსაც, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა კალიფორნიაში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს შეხვდება. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება ბარაკ ობამას ხელმეორედ არჩევის შემდეგ. თავად სი ძინ პინი ჩინეთის კომპარტიის ლიდერად ნოემბერში დანიშნეს.
თეთრი სახლის პრეს სპიკერი ჯეი კერნი ამბობს, რომ შეხვედრა საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს.

ჯეი კერნი: ბუნებრივია, მთავარი განხილვის თემა ჩრდილოეთ კორეაა, ასევე აზიის სტაბილურობა, ორმხრივი სამხედრო კავშირების განვითარება, კლიმატის ცვლილება და კიბერ უსაფრთხოება.

ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებული შტატების ოფიციალური პირების და კანონმდებლების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა იმ კიბერ შეტევების გამო რომელიც არსებული ინფორმაციით, ჩინეთიდან ხორციელდებოდა.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯეინ ლუტიმ ამ თემაზე განცხადება გააკეთა.

ჯეინ ლუტი: კიბერ შეტევების საკითხი ჩვენ იმიტომ წამოვწიეთ, რომ ეს პრობლემა ჩინეთის ხელისუფლებაში რეზონანსს ნახულობს . ჩვენ მოვუწოდეთ მათ რომ სერიოზულად მოკიდებოდნენ ამ საკითხს, ჩაეტარებინათ გამოძიება, შეეჩერებინათ, ერთობლივად ეთანამშრომლათ რომ შექმნილიყო საერთო ნორმა, რომელიც კიბერ ქცევებს განსაზღვრავდა.

გასულ კვირას პრეზიდენტ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტომ დონილიონი ჩინეთს ეწვია, სადაც ოფიციალურ პირებთან ერთად ბარაკ ობამას და ჩინეთის ლიდერის მომავალი შეხვედრა მოამზადეს.

ეს კვირა საინტერესო იქნება იმითაც რომ, ბარაკ ობამას ჩილეში ვიზიტიდან ორი წლის შემდეგ, ვაშინგტონში საპასუხო ვიზიტით უკვე ჩილეს პრეზიდენტს სებასტიან პინერას ელოდებიან. 2011 წელს ლათინურ ამერიკაში ხუთდღიანი ვიზიტის დროს ბარაკ ობამამ თავის ჩილელ კოლეგასთან ერთად საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხი განიხილა.

ბარაკ ობამა: თუკი ლათინური ქვეყნები საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდებიან, ასევე შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები თავის წილ საქმეს შეასრულებენ, მაშინ ერთობლივი ძალებით ყველა საკითხის მოგვარებას შევძლებთ.

საშინაო საკითხების კონტექსტში, ბარაკ ობამა ამ კვირაშიც გააგრძელებს შეერთებული შტატების ქალაქებში ჩასვლას და საშუალო კლასთან შეხვედრების დროს სამუშაო ადგილების პრობლემის და უმუშევრობის შესახებ ისაუბრებს, რომლის მაჩვენებლიც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.

ბარაკ ობამა: პირველი, ამერიკა კარგი სამუშაო ადგილების მაგნიტად უნდა იქცეს. მეორე, უნდა დავეხმაროთ ხალხს კვალიფიკაციის გაუმჯობესებაში. და მესამე, ადამიანებს მძიმე სამუშაო შესაბამისად უნდა დაუფასდეთ, რათა ღირსეულად ცხოვრება შეძლონ.

ამ კვირას კაპიტოლიუმში სენატორები ფერმერებთან დაკავშირებულ კანონ-პროექტს მიუბრუნდებიან. ნახევარი ტრილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი მიწის რესურსების დაცვის, კვების საკითხებს და სუბსიდირების პროგრამებს მოიცავს და ხუთ წელზეა გათვლილი.
XS
SM
MD
LG