ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მაშველები ჩინურ დრონებს გამოიყენებენ


ფრემონტის სახანძრო დეპარტამენტი (კალიფორნიის შტატი) აცხადებს, რომ მომავალში, ყველა სახანძრო მანქანა იქნება აღჭურვილი დრონებით. დეპარტამენტში ამჟამად 14 დრონი აქვთ და აცხადებენ, რომ ის მეხანძრეების სამსახურს გაცილებით უსაფრთხოს ხდის.

დრონზე დამაგრებული კამერა გადაღების გარდა, შემთხვევის ადგილზე ტემპერატურასაც აფიქსირებს. ფრემონტის პოლიციამ დრონის მეშვეობით ერთხელ, ღამით, სმენადაქვეითებული ბავშვი გადაარჩინა.

ფრემონტის სახანძრო დეპარტამენტი მაშველების საწვრთნელად ჩინურ დრონებს და მათ პროგრამებს იყენებს. დრონებს კომპანია "დი-ჯი-აი" (DJI) ამზადებს.

შეერთებული შტატების უსაფრთხოების დეპარტამენტმა რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება ჩინეთში დამზადებული დრონების და მათი პროგრამების გამოყენებასთან დაკავშირებით. მართალია კონკრეტულად კომპანია "დი-ჯი-აი" დეპარტამენტის წარმომადგენლებს არ უხსენებიათ, მაგრამ ის მსოფლიოს ყველაზე დიდი კომერციული დრონების მწარმოებელი კომპანიაა.

2017 წელს შეერთებული შტატების არმიაში "დი-ჯი-აის" მიერ გამოშვებული დრონების გამოყენება აიკრძალა. გავრცელებული ცნობების თანახმად, ეს ნაბიჯი კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაიდგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG