ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის აეროპორტებში დრონების საწინააღმდეგო სისტემებს აყენებენ


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, დაკვირვებით სწავლობენ წამყვანი ბრიტანული აეროპორტების გამოცდილებას, სადაც ბრიტანული მედიის ცნობით, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს აყენებენ. ტექნოლოგია პირველად ისრაელში შეიქმნა და მას დრონების მართვისთვის გამოყენებულ სიხშირეებზე ზემოქმედებით, დრონების აღმოჩენა და მათი გაუვნებელყოფა შეუძლია.

ამ ნაბიჯის გადადგმა ლონდონში, დეკემბერში მომხდარი ინციდენტით იყო განპირობებული. მაშინ დრონების გამოჩენის შედეგად, გეთვიკის აეროპორტში, რომელიც ბრიტანეთში მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია, 1 000-მდე ფრენა გაუქმდა. შედეგად, შობის წინ ათობით ათასი ადამიანი შეფერხდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, წამყვან აეროპორტებში შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელში შექმნილი "დრონების ფარის" მსგავსი დამცავი სისტემები შეიტანეს. ხუთშაბათს, ჰითროუს და გეთვიკის აეროპორტებმა დაადასტურეს, რომ დრონების საწინააღმდეგო სისტემები შეიძინეს. თუმცა, მათ არ დაუზუსტებიათ, იგივე სისტემებზეა თუ არა საუბარი, რასაც სამხედროები იყენებენ. პირველად დაზუსტებული ინფორმაცია თავდაცვის ახალი სისტემების შესყიდვის შესახებ "თაიმში" გამოქვეყნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG