ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეთვიკის აეროპორტი ორდღიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა


ბრიტანეთის ზომით მეორე აეროპორტმა პარასკევს მუშაობა განაახლა. გეთვიკის აეროპორტი ოთხშაბათს აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის გამოჩენის შემდეგ დაკეტეს, რითაც საშობაო სეზონზე ათასობით ადამიანს ფრენა გაუუქმდა და სამგზავრო გეგმები შეეცვალა.

სასექსის პოლიციის უფროსმა სტივ ბერიმ განაცხადა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე დრონების “უპრეცედენტო” რაოდენობა დაფიქსირდა, თუმცა პოლიციას მათთვის თავის გასართმევად “რამდენიმე ვარიანტი აქვს.”

გეთვიკის შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ აეროპორტები დრონებისთვის კარგად მომზადებული არ არიან.
პოლიციის ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც დრონს მართავდა ჯერ ისევ არ არის ამოცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG