ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი ევროკავშირთან შეუთანხმებელი ბრექსიტისთვის ემზადება


კედლის მხატვრობა დოვერში, ბრიტანეთი
კედლის მხატვრობა დოვერში, ბრიტანეთი

ბრიტანეთი იწყებს სამზადისს ევროპის კავშირის შეთანხმების გარეშე დასატოვებლად. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას და ბიზნესებს გამოუცხადეს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ ამ ახალი რეალობისთვის, რომელიც სამომავლოდ გამორიცხული არ არის. განცხადება დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პრესსპიკერმა გაავრცელა.

მინისტრთა კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, პრემიერი და მთავრობის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვების წამყვან სცენარად ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების დაცვა რჩება. თუმცა, ლონდონს ალტერნატიული გეგმაც უნდა ჰქონდეს შემუშავებული იმ შემთხვევისთვის, თუ საბოლოო შეთანხმება არ შედგება და ერთგვარი გაყრა მომავალი წლის მარტის ბოლოს, ბლოკთან შეუთანხმებლად მოხდება.

ბრექსიტამდე ზუსტად 3 თვე რჩება. ამ ეტაპზე ტერეზა მეის მიერ ევროპის კავშირთან მიღწეულ შეთანხმებას ბრიტანეთში საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს. ბრიუსელი კი უარს ამბობს უკვე მოლაპარაკებული პირობების შეცვლაზე. ბრიტანეთის პარლამენტში შეთანხმების თაობაზე მორიგი მოსმენა იანვრის შუა რიცხვებშია დანიშნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG