ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერეზა მეი ბრექსიტის შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დღეს ევროპის ლიდერებს ხვდება, მათ შორის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს. მათი შეხვედრის მიზანია ბრექსიტის, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროპის კავშირის დატოვების, შეთანხმების შენარჩუნება.

ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში დღეს დაგეგმილი კენჭისყრა დროებით შეაჩერა. კანონმდებლებს ბრექსიტის თაობაზე ევროკაშირთან მოლაპარაკებული შეთანხმებისთვის დღეს უნდა მიეცათ ხმა.

ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ კორექტივების შეტანაზე დამატებითი მოლაპარაკების გამართვა სურს. სხვა საკითხებთან ერთად, ტერეზა მეის ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, ირლანდიის საზღვართან დაკავშირებული სადავო ნაწილის გადახედვა სურს.

ტერეზა მეის პრესცენტრის ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტში ახალი კენჭისყრა 21 იანვრამდე უნდა მოხდეს. შეთანხმების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანეთმა ევროპის კავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG