ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრისთვის „ბრექსიტის“ პრობლემები ღრმავდება


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ცდილობს, ევროპელი ლიდერები დაარწმუნოს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება გადაიხედოს.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა დიდმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ შეთანხმებას არ დაამტკიცებენ, თუ მეი ე.წ. „ირლანდიურ დაზღვევაზე“ დათმობას არ მიიღებს.

ბრიუსელში გამართულ, ორდღიან უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ევროპელმა მოკავშირეებმა ალიანსიდან გასვლის შეთანხმებაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანაზე უარი თქვეს.

ამ კვირაში მეის პოზიციები კიდევ უფრო დასუსტდა, როდესაც საკუთარი პარტიის კანონმდებლებმა, ხმების ერთი მესამედი მისდამი უნდობლობის გამოცხადებას მისცეს და ამით მიიღეს პირობა, რომ შემდეგ საყოველთაო არჩევნებში ტერეზა მეი პარტიას არ უხელმძღვანელებს.

ბრიტანეთის პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის მეის კონსერვატიული პარტიის ათობით წარმომადგენელი ეწინააღმდეგება ე.წ. „ირლანდიურ დაზღვევას“, რომელიც ერთგვარი სადაზღვევო პოლისია იმისთვის, რომ ბრიტანეთი ან ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის წესების სივრცეში დარჩეს, თუ სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. მისი მიზანია, თავიდან იქნას აცილებული ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის ნებისმიერი მკაცრი საზღვარი, რადგან შიშობენ, რომ ამან შესაძლოა შიდა პრობლემების ხელახალი გაღვივება გამოიწვიოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG