ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" დაბალი რგოლის წევრების, სირიის ციხეებიდან გათავისუფლებას ემხრობა


ვაშინგტონი ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდა სირიის გადავსებულ ციხეებზე მზარდი ტვირთის შესამსუბუქებელ ძალისხმევას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ტერორისტული ჯგუფის ასობით მიმდევრის გათავისუფლებას ნიშნავდეს.

სირიის ზოგიერთ ციხეში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ათასობით დატყვევებული მებრძოლია მოთავსებული.

ეს გეგმა, გასულ კვირაში, ქურთების ლიდერობით მოქმედმა, სირიის დემოკრატიულმა საბჭომ აამოქმედა. სირიის დემოკრატიული საბჭო, შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი, სირიის დემოკრატიული ძალების პოლიტიკური ფრთაა. საბჭო ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს”, ე.წ. “დაბალი რგოლის” წევრების საერთო ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

სირიის 631 ასეთი მოქალაქე უკვე გაათავისუფლეს, 253 პირს კი პატიმრობის ვადა გაუნახევრეს. ქურთი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მომავალ თვეებში მეტი პატიმრის გათავისუფლებას მოელიან.

ჯერ-ჯერობით, შეერთებული შტატები ამ ინიციატივას ეთანხმება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ გათავისუფლდებიან არა მოძალადე დამნაშავეები, რომელთა შეფასება აჩვენებს, რომ თავისი თემისთვის რადიკალიზაციის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით თქვა, რომ ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვისთვის, შესაძლოა დახმარებაც გამოიყოს.

2019 წლის მარტიდან, როდესაც ტერორისტული ჯგუფის ხალიფატი დაემხო, შეშფოთება საკითხზე, თუ რა მოეხერხებინათ ამ ჯგუფის დატყვევებული მებრძოლების და მხარდამჭერებისთვის, სულ უფრო იზრდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG