ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკასთან და მის მოკავშირეებთან ომი არ დასრულებულა - დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო"


​დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერები ზეიმობენ. ისინი აცხადებენ, რომ ახალი ჩანაწერი მიიღეს ტერორისტული დაჯგუფების ლიდერისგან, რომელშიც ის მომხრეებს ამხნევებს და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.

ჩანაწერში მხოლოდ ხმა ისმის. ეს სავარაუდოდ, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადია. ის აუდიოჩანაწერში 30 წუთზე მეტხანს საუბრობს და ამბობს, რომ ვაშინგტონი უძლურია დაეხმაროს თავის მოკავშირეებს, ის უკან იხევს ავღანეთში, ერაყში და მთელ მსოფლიოში. "მას მეტი აღარაფერი შეუძლია, იმის გარდა, რომ ცარიელი სიტყვებით ყალბი დაპირებები მისცეს საკუთარ პარტნიორებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ჩანაწერი ორშაბათს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მედია საშუალებებით გავრცელდა. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მის ავთენტურობას ჯერჯერობით სწავლობენ.

დადასტურების შემთხვევაში, ეს ალ-ბაღდადის პირველი ჩანაწერი იქნება ბოლო 5 თვის მანძილზე. თვითგამოცხადებული სახალიფოს 48 წლის ლიდერი აპრილში გამოშვებული ვიდეოს შემდეგ არავის უნახავს. მაშინ, 18-წუთიან ვიდეო-მიმართვაში დაჯგუფების წევრებს სირიაში და ერაყში დამარცხების გამო, შურისძიებისკენ მოუწოდებდა.

შეერთებულ შტატებს ალ-ბაღდადის გასამართლების მიზნით, მის დაკავებაში დახმარებისთვის, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული. ჯილდოდ ამ ზომის თანხა, ამერიკას მხოლოდ ალ-ყაიდას ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის დაკავებისთვის აქვს გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG