ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დატყვევებული ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სახლებს უბრუნდებიან


სირიაში, ტერორისტული ჯგუფის, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს”თვითგამოცხადებული ხალიფატის დასამარცხებელ ბოლო ბრძოლებში დატყვევებული მებრძოლების და მათი მიმდევრების მზარდ რაოდენობას ათავისუფლებენ. ზოგიერთი მათგანი გასამართლდება, სხვებს კი ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი მიეცემა.

შეერთებული შტატების და გაეროს ოფიციალური პირების თანახმად, ერთ დროს სახელდახელოდ მოწყობილი, მკაცრად დაცული ციხეებიდან და ადგილნაცვალი პირების ბანაკებიდან, ათობით მებრძოლი და ასობით ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირი”საკუთარ" ქვეყანაში დაბრუნდა.

მიიჩნევა, რომ სირიის დემოკრატიული ძალების ტყვეობაში ამჟამად დაახლოებით 4 ათასი მებრძოლი რჩება. ქალების, ბავშვების და სხვა პირების რიცხვი, რომლებიც ადგილნაცვალ პირთა ბანაკებში იმყოფებიან, ჯერ კიდევ ათობით ათასს ითვლის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG