ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ბავშვების ასაცრელად გაერო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს


გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია „სეივ დი ჩილდრენ“ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, რათა ექიმებს საშუალება მიეცეთ პოლიომელიტის წინააღმდეგ ბავშვებს ვაქცინაცია ჩაუტარონ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკვე დარეგისტიტრებულია პოლიომელიტის 10 შემთხვევა.

„სეივ დი ჩიდრენის“ ცნობით, თუ პოლიომელიტის გავრცელება სასწრაფოდ არ აღიკვეთა, ის ბავშვებს საფრთხეს უქმნის მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. გარდა ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ვაქციანცია ავღანეთში, სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე ჩატარებული აქვს.

გაეროს მონაცემებით, სირიაში 500 ათას ბავშვს პოლიომელიტზე აცრა გაკეთებული არ აქვს.
XS
SM
MD
LG