ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი სირიელი პოლიტიკოსების დარწმუნებას ცდილობს


სახელმწიფო დეპარტამენტი: დაყოფა ვერ შეანელებს ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწყობის მცდელობას

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00
ბმული

ჯონ კერი ევროპაში ბრუნდება, რათა დაარწმუნოს სირიელი პოლიტიკოსები, შეუერთდნენ ჟენევის მოლაპარაკებებს.

„საჭიროა გარდამავალი მთავრობა. სირიაში მშვიდობისთვის აუცილებელია ახალი მმართველი ორგანოს არსებობა.“

მაგრამ ასადის მოწინააღმდეგეები არ გაერთიანდნენ აჰმად ალ-ჯარბას გარშემო, რომელიც მთავარ კოალიციურ ჯგუფს უდგას სათავეში.

ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი აქბარ აჰმედი ამბობს, რომ ეს ხელს უშლის შეთანხმებას, შეუერთდნენ მოლაპარაკებებს.

„სირიის ოპოზიცია სამწუხაროდ ორ საკითხში დამარცხდა. პირველი - მოეხდინა სხვადასხვა მებრძოლი დაჯგუფებების ორგანიზება ერთიანი მმართველობის ქვეშ. მეორე - ვერ შეძლო წამოეწია ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ასეთ სიტუაციებში ჩნდება ხოლმე, ვისაც ხალხი ალტერნატიულ ფიგურად აღიქვამდა.“

აჰმადი ამბობს, რომ ალ-ყაიდასთან დაკავშირებული მებრძოლი ჯგუფები კიდევ უფრო აკნინებენ ოპოზიციას, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ზოგიერთი მებრძოლი სცილდება მთავარ მეამბოხეს: თავისუფალი სირიის არმიას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ჯენ პსაკი ამბობს, რომ ეს დაყოფა ვერ შეანელებს ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწყობის მცდელობას.

„ათასობით განსხვავებული ჯგუფია და ამ სიაში მყოფთაგან ბევრი ყოფილი საველე მეთაურია. ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით, ეს ზუსტად რა გავლენას მოახდენს. ჟენევის კონფერენციაში ოპოზიციის მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“

იმ დროს, როცა ბევრი სამოქალაქო პირი გაურბის საომარ ვითარებას, ჩნდება კითხვები, თუ რამდენად წარმომადგენლობითი აღმოჩნდება ჟენევის მოლაპარაკებების შედეგად შექმნილი გარდამავალი მთავრობა.

შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მანალ ომარი ამბობს:

„ოპოზიციის შიგნით არსებობს შეთანხმება, რომ ის წარმომადგენლობითი მთავრობა იქნება. არის იმის გაგება, რომ მოიძებნოს უმცირესობების, მათ შორის ალავიტების, დაცვის გზები. თეორიულად ეს ძალიან მყარი შეთანხმებაა, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდება?“

პრეზიდენტი ასადი ამბობს, რომ უცხოელ ტერორისტებს სამიზნედ ჰყავთ მისი ალავიტი უმცირესობა და ცდილობენ ქვეყნის დანაწევრებას. რუსეთის და ირანის მიერ მხარდაჭერის პირობებში, პრეზიდენტი ასადი პრინციპში დასთანხმდა ჟენევის მოლაპარაკებების ჩატარებას რადგან მას ძლიერი პოზიცია გააჩნია.

„მან იცის, რომ ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა ისეთ მოძრაობად, რომელიც - როგორც თვითონ ფიქრობდა - შესძლებდა მის დამხობას, როცა ეს პროცესები დაიწყო რამდენიმე წლის წინ. ასე, რომ ახლა მისი სტრატეგიაა - მოიცადოს სანამ ისინი დაიღლებიან და ძალა გამოეცლებათ, უბრალოდ დაჯდეს და ელოდოს.“

მანალ ომარი ამბობს, რომ ასადის ხელისუფლების გახანგრძლივება აღელვებს მის ზოგიერთ ახალგაზრდა ოპონენტს, რომლებიც აკვირდებოდნენ ეგვიპტის ხელისუფლებაში სამხედროების დაბრუნებას.

„ისინი იბრძვიან, თავს სწირავენ და აკვირდებიან ეგვიპტეს, სადაც ორი წლის შემდეგ იგივე პიროვნებები და ინსტიტუტები წამოტივტივდნენ. ეს მათში შიშს იწვევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება სირიაში ორი წლის და დაუჯერებელი რაოდენობის მსხვერპლის გაღების შემდეგ.“

ამ კვირის ევროპული მოლაპარაკებების ნაწილი იქნება სირიის ომის სამოქალაქო მოსახლეობაზე ზემოქმედების საკითხიც. სირიის მოსახლეობის ერთი მეოთხედი ქვეყნის შიგნით არის იძულებით ადგილნაცვალი, ორ მილიონზე მეტი კი ლტოლვილია.


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00
ბმული
XS
SM
MD
LG