ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში პოლიომელიტის შემთხვევები გახშირდა


სირიაში პოლიომიელიტის ეპიდემია 1999 წლის შემდეგ აღარ ყოფილა


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, დადასტურდა ჩრდილო აღმოსავლეთ სირიაში პატარა ბავშვებს შორის პოლიომიელიტის 10 შემთხვევა.

დადასტურებულ შემთხვევებში შედიან ის ჩვილები და ბავშვები, რომლებსაც, როგორც ფიქრობენ, არ მიუღიათ სრული ვაქცინაცია პოლიომიელიტის წინააღმდეგ.

პოლიომიელიტი უაღრესად გადამდები დაავადებაა, რომელიც შეიძლება საკვებით და წყლით გადაეცეს. სირიაში პოლიომიელიტის ეპიდემია 1999 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, მაგრამ ამ თვის დასაწყისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ მიმდინარე კრიზისის გამო ქვეყანა დიდი რისკის ქვეშ იმყოფებოდა.

ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებმა ზოგიერთ ადგილებში მოშალა ძირითადი საზოგადოებრივი სამსახურები და ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი საკუთარ საცხოვრებელს მოსწყვიტა.
XS
SM
MD
LG