ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი სირიაში გაეროს დესპანს შეხვდა


სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, სირიაში გაეროს და არაბული ლიგის დესპანთან ერთად აცხადებს, რომ სირიის გარდამავალი ხელისუფლების შექმნის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიმართოს. ჯონ კერი ლახდარ ბრაჰიმის ლონდონში შეხვდა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს „დაკარგული აქვს ლეგიტიმურობა, როგორც ხალხის მთავარი შემაკავშირებელი ძალის“.

საუბრობს რა სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე, ჯონ კერი ხაზს უსვამს, რომ სირიაში ეს „მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას“ შექმნის. სახელმწიფო მდივანი, და მას ლახდარ ბრაჰიმიც ეთანხმება, მთავარ პრიორიტეტად „ჟენევა-2“ კონფერენციის ჩატარებას მიიჩნევს, რომელიც გაეროს გეგმის მიხედვით, ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG