ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ვაშინგტონშია


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წევრები ვაშინგტოში იმყოფებიან. ვიზიტის მიზანი იმ რაკეტის ნაწილების შესწავლაა, რომელიც გაეროში ამერიკის ელჩის, ნიკი ჰეილის მტკიცებით, ირანს ეკუთვნის. უშიშროების საბჭოს წევრები დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ხვდებიან.

მოკლე რადიუსის რაკეტის ნარჩენები ნიკი ჰეილიმ პირველად დეკემბერში, ვაშინგტონის სამხედრო ბაზაზე წარმოადგინა. ამერიკის ელჩი გაეროში აცხადებს, რომ რაკეტის ნაწილები „უტყუარი“ დასტურია იმის, რომ ირანი იემენში ჰუთ ამბოხებულებს შეიარაღებას აწვდის.

„ის დამზადებულია ირანში, შემდეგ გადაეგზავნა იემენის ჰუთ ამბოხებულებს. იქიდან ის ასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლის მოკვლის პოტენციალით, ესროლეს სამოქალაქო აეროპორტს საუდის არაბეთში“ - განაცხადა ნიკი ჰეილიმ დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე. შეერთებული შტატები მიანიშნებს, რომ გაეროში ირანს იემენელი ამბოხებულების შეიარაღებაზე დაწესებული ემბარგოს დარღვევისთვის, პასუხს მოსთხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG