ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ირანისთვის სანქციების გამკაცრებას აპირებს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ბელგიელ კოლეგასთან შეხვედრაზე

დონალდ ტრამპი ირანზე დაწესებული სანქციების გამკაცრებას აპირებს. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. პრეზიდენტი გუშინ გვიან საღამოს ირანზე სასაუბროდ ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა.

კანონის თანახმად, ყოველ სამ თვეში ერთხელ ადმინისტრაციამ უნდა გადაამოწმოს ასრულებს თუ არა ირანი ბირთვულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მას ბირთვული პროგრამის წარმართვა ეზღუდება. ამ სერტიფიცირების ბოლო ვადა დღეს იწურება.

გასულ ოქტომბერს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არღვევს 2015 წლის შეთანხმებას და არ იცავს მის პირობებს, თუმცა მაშინ ტრამპმა სანქციების გამკაცრებისგან თავი შეიკავა.

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სტივ მნუჩინმა გუშინ თეთრ სახლში განაცხადა, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი თეირანის ყურადღებას მიიპყრობს.

ევროპის კავშირის ლიდერები ირანის საკითხზე ტრამპს არ ეთანხმებიან და ბირთვული შეთანხმების ერთგულნი რჩებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG