ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: ავღანეთის საერთაშორისო ძალების 100-ზე მეტი ჯარისკაცი მოკლულია


"გაერთიანებული ერების ორგანიზაცია" აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებული სანდო ინფორმაციის მიხედვით, ავღანეთში ყოფილი მთავრობის, მათი დაცვის წევრები და წარსულში საერთაშორისო ძალებში მომსახურე ჯარისკაცების ნაწილი მოკლულია. გაერო ამბობს, რომ მათი რიცხვი 100-ზე მეტია. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, ეს რიცხვი ასახავს 15 აგვისტოდან დღემდე არსებულ სიტუაციას, რაც ქვეყანაში თალიბანის მმართველობის შემდეგ დადგა.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც სააგენტო "ასოშიეტიდ პრესმა" მოიპოვა, ნათქვამია, რომ "მკვლელობების 2/3-ზე მეტი" სასამართლოს გარეშე მოხდა. საერთაშორისო ორგანიზაცია, მკვლელობებთან თალიბანს, ან მათთან აფილირებულ ორგანიზაციებს აკავშირებს. გაეროში ამბობენ, რომ მიუხედავად თალიბანის მიერ გამოცხადებული "საყოველთაო ამინისტიისა", ქვეყანაში მაინც კლავენ ამერიკასა და დასავლეთთან ასოცირებულ ჯარში მყოფ ავღანელებს.

გაეროში ამბობენ, რომ ასევე მიიღეს ინფორმაცია "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობებზე. გუტერეშის უწყების მიხედვით, ავღანეთში მინიმუმ 50 მკვლელობა მოხდა, რომელიც სწორედ ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული.

გაეროს ინფორმაციით, მკვლელობების გარდა, ქვეყანაში გრძელდება ადამიანების უცაბედი გაუჩინარება, ფიზიკური ძალადობა. ასევე, კვლავ საფრთხისა და ზეწოლის ქვეშ არიან ადამიანის უფლებათა დამცველები და მედიის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG