ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული სატანკო ბატალიონის წევრები წევრთნებისთვის ბრიტანეთში იმყოფებიან


მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა და ნატომ უკრაინას 130-ზე მეტი ტანკი გამოუყო, უკრაინული სატანკო ბატალიონის წევრები დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები გაივლიან გადამზადებას, წვრთნებს და ბრიტანელი კოლეგებისგან ისწავლიან „ჩელენჯერ 2“-ის ტიპის ტანკების მართვას.

“დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს „ჩელენჯერ 2“-ის ტიპის ტანკებს, რაც არის გამოხატულება იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს“ - წერია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთი უკრაინას 14 „ჩელენჯერ 2“-ის ტიპს გადასცემს, კიევი სამხედრო დახმარებას მიიღებს ამერიკისგან, გერმანიისგან, პოლონეთისგან და სხვა პარტნიორი სახელმწიფოებისგანაც. ახალ სამხედრო დახმარებაში შევა აბრამსის და ლეოპარდის ტიპის ტანკები.

თუმცა უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის და უკრაინას უფრო მეტი ტანკი სჭირდება. „ორიქსის“ ინფორმაციით, ქვეყანამ მის საკუთრებაში არსებული ტანკების ნახევარზე მეტი, რუსეთთან ომის 11 თვეში დაკარგა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება, რაც შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი თითქმის 1 წლიანი ომის თავზე. სწორედ ამიტომ ომის ახალი ფაზისთვის როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი ემზადება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG