ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა


მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო იერიშები განაახლა, რომელსაც სულ ცოტა 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და გაამკაცრა.

ახალი სანქციების მიხედვით, გაიზარდა იმ პროდუქტების სია, რომელთა ექსპორტი რუსეთში აღარ მოხდება და გაიყინა რუსი ოფიციალური პირებისა და სუბიექტების აქტივები. ახალი სანქციების შესახებ ინფორმაცია იაპონიის ეკონომიკის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ გაავრცელა.

სანქცირებულ პირთა შორის მოხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხაილ მიზინცევი და იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე ჩუიჩენკო. საერთო ჯამში, იაპონიამ მხოლოდ დღეს, 22 ფიზიკური პირის აქტივები გაყინა.

ახალი სანქციები 3 თებერვალს ამოქმედდება და იაპონიიდან რუსეთში სხვა პროდუქციასთან ერთად, აიკრძალება მაგალითად: კვლევითი აპარატურა, ვაქცინები, ასაფეთქებლები, გამტარები, რობოტები, რენტგენის აპარატები და ბევრი სხვა ისეთი ტიპის პროდუქტი, რომელთა გამოყენება სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობათა გასაფართოებლად შეიძლება.

რაც შეეხება სუბიექტების აქტივების გაყინვას, ასეთი სულ 3 კომპანიაა. მათ შორის სახელდება რუსული თვითმფრინავების კომპანია "ირკუტი" და კომპანია „ავანგარდი“ რომელიც მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებს აწარმოებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG