ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა, ეროვნული კულტურის დასაცავად, რუსულენოვან მუსიკას კრძალავს


19 ივნისს, უკრაინის პარლამენტმა რუსულენოვანი მუსიკის ამკრძალავი კანონი მიიღო. ეს კანონი ერთ-ერთი იყო იმ კანონპროექტებიდან, რომლებიც კანონმდებლებმა უკრაინული კულტურის და ქვეყნის საინფორმაციო სივრცის რუსული გავლენისგან დასაცავად შეიმუშავეს.

ამასთან ერთად, რუსულენოვანი მუსიკის საჯარო სივრცეში აკრძალვის კანონი, რადიოში და ტელევიზიაში უკრაინული მუსიკის კვოტას 35-დან 40 პროცენტამდე ზრდის.

კანონი ასევე აკრძალავს რუსი შემსრულებლების გასტროლებს, მაგრამ დაუშვებს გამონაკლისს იმ არტისტებისთვის, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ დაგმეს.

განცხადებაში, რომელიც კანონის განმარტებას ახდენს, ნათქვამია, რომ რუსულ მუსიკას შეეძლება რუსული იდენტობის მიღება უფრო მიმზიდველი გახადოს და პოტენციურად უკრაინული სახელმწიფო დაასუსტოს.

„აგრესორი სახელმწიფოს მუსიკალურ პროდუქტს, მოსახლეობაში სეპარატისტულ სენტიმენტებზე გავლენის მოხდენა შეეძლება“, ეს არის ციტატა განცხადებიდან, რომელიც კანონმდებელმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა.

უმაღლესმა რადამ ასევე ხმა მისცა რუსეთიდან და ბელარუსიდან, და უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან წიგნების და სხვა ბეჭდვითი მასალის იმპორტის და გავრცელების აკრძალვას.

პარლამენტმა მიიღო ცალკე კანონი, რომელიც უკრაინული წიგნების გამოცემის და გავრცელების სტიმულირებას და განვითარებას ეხება.

XS
SM
MD
LG