ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარაკეტო თავდასხმა ტყვეთა კოლონიაზე - უკრაინისა და რუსეთის ურთიერთბრალდებები


მარიუპოლის მცველები ავტობუსში, 2022 წლის მაისი
მარიუპოლის მცველები ავტობუსში, 2022 წლის მაისი

უკრაინა უარყოფს რუსეთის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ კიევმა დონეცკის ციხეზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, თავდასხმა განახორციელა. რუსეთი იტყობინება, რომ ციხეზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 40 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. უკრაინელი სამხედროები საოკუპაციო ძალებმა, მარიუპოლისთვის ბრძოლის დროს დაატყვევა. კიევი თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ განხორციელებული თავდასხმა, საოკუპაციო ჯარების უკიდურესად ცინიკური პროვოკაციაა.

„კოლონიაზე თავდასხმა სიზუსტით იყო დადგეგმილი, რომელიც რუსულმა ჯარმა განახორციელა. უკრაინულ ჯარს ელენოვკაში ოპერატიული სამიზნე არ აქვს. უფრო მეტიც, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ყველა ინსტრუმენტი აქვს იმ ობიექტების ზუსტი იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც უნდა განადგურდეს - საბრძოლო მასალების საწყობები, ოპერატიულ-ტაქტიკური შტაბები, საწვავის ბაზები“ - აცხადებს პოდოლიაკი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და დონეცკის რეგიონში, რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, 29 ივლის გაავრცელეს დაუდასტურებელი ცნობები, რომლითაც კიევი კოლონიაზე ამერიკული „ჰაიმარსებით“ იერიშის მიტანაში დაადანაშაულეს. მოსკოვი და რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის ე.წ. სახლხო რესპუბლიკის ტერიტორიული თავდაცვის შტაბის მტკიცებით, თავდასხმას ათობით უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა და დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ კიევს ციხეზე არც სარაკეტო და არც საარტილერიო შეტევა არ განუხორციელებია. შტაბის მტკიცებით, რუსეთმა ციხეზე იერიში, უკრაინელ ტყვეთა წამებისა და დახვრეტის ფაქტების დასაფარად, ასვე უკრაინის ომის დანაშაულებებში დასადანაშაულებლად მიიტანა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, დონეცკის ოლქის ქალაქ ოლენივკაში მდებარე კოლონიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ უკრაინელი პატიმრები, მიზნობრივი საარტილერიო დაბომბვა განახორციელა. რუსი მტერი, საინორმაციო ომის წარმოებისთვის, პროპაგანდის გამოყენებას აგრძლებს და უკრაინის შეარაღებულ ძალებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს. საკუთარ მზაკვრულ ქმედებებს კი ფარავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სავარაუდო დაბომბვის შესახებ გაკეთებული განცხადებები, სიცრუე და პროვოკაციაა“ - ნათქვამია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოსკოვმა „ცრუ დროშის“ ოპერაცია ჩაატარა და მომხდარს გენერალური პროკურორის ოფისი, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფები გამოიძიებს.

„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ტყვეების ნაწილი გადაიყვანეს ბარაკებში, რომლებზეც შემდეგ დარტყმა განხორციელდა. ეს არის კლასიკური, ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია“ - ამბობს პოდოლიაკი და გაეროდან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რუსეთის გარიცხვას ითხოვს.

ვარაუდობენ, რომ კოლონიაში მყოფი უკრაინელი ტყვეები ძირითადად ბატალიონ „აზოვის“ წევრი მარიუპოლის მცველები არიან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG