ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს და ამბობს, რომ ბახმუტი რამდენიმე თვეში დაეცემა 


რუსეთმა მორიგი საჰაერო იერიში განახორციელა უკრაინაზე. ოფიციალური კიევის თქმით, სარაკეტო თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყნის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. ამის პარალელურად, "ვაგნერის დაჯგუფების" წევრები აცხადებენ, რომ ბახმუტს რამდენიმე თვეში აიღებენ.

უკრაინის საჰაერო დაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი საათში 36 სარაკეტო დარტყმას ახორციელებდა. საჰაერო თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, ნატოს ოფიციალური პირები შეიკრიბნენ, რათა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევა განეხილათ.

სააჰერო თავდასხმისას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კრემენჩუკში, სადაც სწორედ ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებლი ქარხანა მდებარობს, განგაშის სირენები ჩაირთო. სრული ზარალი საბოლოო დაბომბვის შემდეგ, ჯერ უცნობია.

"კიდევ ერთი მასობრივი სარაკეტო შეტევა განხორციელდა ტერორისტული სახელმწიფოსგან, რომელიც უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ იყო მიმართული",- დაწერა "ტვიტერზე" უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჰაერო შეტევისას, რუსეთმა სხვა რაკეტებთან ერთად, KH-31-ისა და ''ონიკსის'' ტიპის რაკეტები გამოიყენა, რომელთა ჩამოგდებაც, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ შეუძლიათ.

მოსკოვს უკრაინაზე მიმდინარე საჰაერო შეტევის შესახებ განცხადება არ გამოუქვეყნებია.

XS
SM
MD
LG