ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


უკრაინის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტის რჩეულს, 44 წლის დენის შმიჰალს დაუჭირა მხარი. მისი წინამორბედის, ოლექსი ჰონჩარუკის განცხადება გადადგომის შესახებ, პარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით მიიღო.

შმიჰალის დანიშნვას, ხმა 291 დეპუტატმა მისცა, 59 წინააღმდეგი იყო, 46-მა თავი შეიკავა და 9 პარლამენტარს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

უფრო ადრე, ჰონჩარუკის გადადგომის შესახებ განცხადება 353-მა კანონმდებელმა მიიღო და გზა გაუხსნა ამ თანამდებობაზე შმიჰალის დანიშვნას, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მთავრობის გადახალისების ნაწილია.

უკრაინული წყაროების თანახმად, ამ პროცესში, სავარაუდოდ, თანამდებობებს კაბინეტის სხვა წევრებიც დაკარგავენ.

კენჭისყრამდე, ვოლოდომირ ზელენსკიმ პარლამენტს სიტყვით მიმართა და ჰონჩარუკს ბრალი დასდო, რომ მან წარმოების მკვეთრი ვარდნა ვერ შეაჩერა და გადასახადების ამოღების გეგმები ვერ შეასრულა.

მთავრობაში გადაადგილებები ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ხდება მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული მთავრობა შეადგინა, რათა ოლიგარქების გავლენა შეემცირებინა და კორუფციის შესაძლებლობა მოესპო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG