ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო


დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა წინადადება საკუთარი გადადგომის შესახებ წამოაყენა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაჟონა აუდიო ჩანაწერმა, რომელშიც ის პრეზიდენტის მიერ, ქვეყნის ეკონომიკის აღქმაზე, დამამცირებელ კომენტარებს აკეთებს.

ოლექსი გონჩარუკმა „ფეისბუქის“ განცხადებაში თქვა, რომ პრემიერის თანამდებობა იმისთვის დაიკავა, რომ პრეზიდენტის პროგრამა განეხორციელებინა და მას „გულწრფელობის და წესიერების ნიმუშს“ უწოდებს.

გაჟონილ ჩანაწერთან დაკავშირებთ კი გონჩარუკმა განაცხადა: „პრეზიდენტის მიმართ ჩვენი პატივისცემისა და ნდობის მიმართ ნებისმიერი ეჭვების გასაფანტად, დავწერე წერილი გადადგომის შესახებ და გადავეცი პრეზიდენტს, რომელსაც მისი პარლამენტისთვის წარდგენა შეუძლია“.

უკრაინული ახალი ამბების სააგენტო „უნიანის“ თანახმად, პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადადგომის შესახებ წერილს განიხილავს და მისი გადაწყვეტილების შესახებ ცალკე გამოცხადდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG