ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის რადამ დეპუტატებს იმუნიტეტი მოუხსნა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე, უკრაინელმა დეპუტატებმა დიდი უმრავლესობით მიიღეს კანონი, რომელიც კანონმდებლებს სისხლის სამართლებრივი დევნის მიმართ იმუნიტეტს უხსნის. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს წინასაარჩევნო დაპირებაც შეასრულა, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილად განიხილებოდა.

ზელენსკი თავადაც ესწრებოდა საპარლამენტო სესიას. მან განუმარტა კანონმდებლებს, რომ იმუნიტეტის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, ან განცხადებების გამო გასამართლდებიან.

რადაში ახალ კანონს ხმა მისცა 373-მა დეპუტატმა. სამმა თავი შეიკავა. სხდომას არ ესწრებოდა 28 კანონმდებელი.

41 წლის კომიკოსი, რომელიც უკრაინის მოსახლეობამ საყოველთაო არჩევნების გზით ახალ პრეზიდენტად აირჩია, მოსახლეობას პირდება, რომ კორუფციით გაჯერებულ უკრაინის პოლიტიკურ "სისტემას დაამსხვრევს". არჩევიდან სამი თვის შემდეგ, ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახური" საპარლამენტო არჩევნებზეც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და რადაშიც სოლიდური უმრავლესობა აქვს, ფლობს რა 254 მანდატს 450-დან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG