ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ფრონტის ხაზზე მცხოვრებ ადამიანებს დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილად მიაჩნიათ


აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს ტერიტორიები უკრაინას ეკუთვნის. უკრაინის ამ ორ რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ პრო-რუსულ ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის, 2014 წლის შემდეგ სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

დონეცკისა და ლუგანსკის, ეგრეთწოდებულ „სახალხო რესპუბლიკებში“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2019 წლის დასაწყისში ჩატარდა.

გამოკითხულთა 54 პროცენტი ორივე რეგიონს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს. დაახლოებით 29 პროცენტს მიაჩნია, რომ რეგიონებს უკრაინის ფარგლებში ავტონომია უნდა ჰქონდეთ, ხოლო 23 პროცენტი მზადაა განსაკუთრებული სტატუსის გარეშეც იყოს უკრაინის შემადგენლობაში.

ბერლინში დაფუძნებულმა აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა მსგავსი გამოკითხვა 2016 წელსაც ჩაატარა. კვლევამ სახელწოდებით, „დამოკიდებულება და იდენტობა დონბასის ფრონტის ხაზზე: რა შეიცვალა 2016-დან 2019 წლამდე?“ მოსახლეობის შეხედულებებში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცვლილება წარმოაჩინა.

მაგალითად, ამ წლებში შემცირდა ავტონომიის მომხრეთა რაოდენობა. თუმცა, სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურთ. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 11 პროცენტი იყო, 2019-ში კი მან 18 პროცენტს მიაღწია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG