ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ პუტინს დონეცკში უკრაინელი ჯარისკაცების დაბომბვის შემდეგ დაურეკა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი დაბომბვების შემდეგ, რამაც ოთხი ურაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა.

"მე მას დაუყოვნებლივ დავურეკე და ვუთხარი, რომ [აღნიშნული ფაქტი] მშვიდობას გვაშორებს." პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს განცხადება კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და დასძინა, რომ პუტინს მან მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ უკრაინელი ხალხის მკვლელობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ზელენსკის თქმით, პუტინმა მას პირობა მისცა, თუმცა ამ დათქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კრემლს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, 6 აგვისტოს, დონეცკში, სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელი სამხედროების პოზიციებს, რამაც 4 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG