ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი: რუსეთი მხოლოდ არასტაბილურობას გვაძლევს


სენატორი რონ ჯონსონი
სენატორი რონ ჯონსონი

“ამერიკის ხმის” უკრაინული რედაქციის ხელმძღვანელი, მიროსლავა ღონღაძე რესპუბლიკელ სენატორს ვისკონსინის შტატიდან რონ ჯონსონს ესაუბრა რუსული აგრესიის, უკრაინის და ნატოს გაფართოების საკითხებზე. გთავაზობთ უკრაინული რედაქციის ინტერვიუს ტექსტურ ვერსიას.

რას ეტყოდით უკრაინელ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს?

პირველ რიგში აღვნიშნავდი, რომ ამერიკელი ხალხი უკრაინელ ხალხს მხარს უჭერს. ჩვენ დამოუკიდებლობა 1776 წელს გამოვაცხადეთ, თუმცა ჩვენი კონსტიტუციის რატიფიცირება 1788 წლამდე არ მოგვიხდენია, ეს 12 წლის შემდეგ მოხდა. 75 წლის შემდეგ, ჩვენ სამოქალაქო ომი გვქონდა. დემოკრატია რთულია. თავისუფლება რთულად მოსაპოვებელია. მე ვეტყოდი უკრაინელ ხალხს, რომ თქვენს გამბედაობას ვამჩნევთ, მას მხარს ვუჭერთ და ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. თუმცა თქვენ [სირთულეებს] უნდა გაუძლოთ, და გააგრძელოთ თქვენი თავისუფლებისთვის და ხელისუფლებისთვის, რომელიც ცდილობს გასცდეს საბჭოთა კორუფციის მემკვიდრეობას.

მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ შეერთებული შტატები ჩაერთოს ნორმანდიის ფორმატში, რა როლის თამაში შეუძლია შეერთებულ შტატებს რუსეთთან მოლაპარაკებებში?

მე ცოტა აგნოსტიკურად ვუდგები იმას, თუ რა სამშვიდობო პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი. მე ვიტყოდი, ჩვენ ყველა ამ პროცესს უნდა დავუჭიროთ მხარი. ვფიქრობ, ყველაფერი რაც ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს შეუძლია გააკეთოს, მხარდაჭერის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, ერთ ადამიანს შეუძლია ამ კონფლიქტის ერთ ღამეში დასრულება და ეს ვლადიმირ პუტინია. ამიტომ მე მოვუწოდებ ვლადიმირ პუტინს შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, დააბრუნოს ქერჩის ინციდენტისას დაკავებული მეზღვაურები და შეურიგდეს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს. რუსეთი დათანხმდა, რომ ამას გააკეთებდა და ისინი ამ შეთანხმებას არღვევენ.

რა მოლოდინები აქვს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ამ მხარდაჭერის საპასუხოდ უკრაინის მთავრობისგან?

ერთ რამ, რაზეც მე სულ ვსაუბრობ, ისაა რომ ვერ გექნება ეროვნული უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთოების გარეშე და არ გექნება ეკონომიკური უსაფრთხოება, სანამ არ გექნება კანონის უზენაესობა. [კანონის უზენაესობის პირობებში] ადამიანები მზად არიან გარისკონ საკუთარი კაპიტალი, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობა დაცულია, და ის არ იქნება დარღვეული ოლიგარქების მიერ. ამიტომ, ვფიქრობ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა გასცდეს ოლიგარქების ხანას. ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის მიზანი სწორედ ესაა.

ესაა, რაც უკრაინელმა ხალხმა ხმამაღლა თქვა, რომ უკან მოიტოვონ ოლიგარქების პერიოდი და კორუფციის პერიოდი და წავიდნენ წინ კანონის უზენაესობის, საკუთრების უფლების კუთხით, უფრო ძლიერი ეკონომიკისკენ. ძლიერი ეკონომიკა უფრო მეტ უსაფრთხოებას შექმნის. თუმცა კიდევ ერთხელ, ყველაფერი იწყება უფრო დიდი საკითხით - რუსეთთან კონტლიქტის დასრულებით. რუსეთის ეს აგრესია უნდა შეჩერდეს.

რა არის მთავარი საკითხი ორი ქვეყნის, უკრაინის და აშშ-ს დღის წესრიგში?

ის, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. ის, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, რომ დავარწმუნით პრეზიდენტი პუტინი დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის, რათა ამოძირკვოს უკრაინის საზოგადოებიდან კორუფციის საბჭოთა მემკვიდრეობა.

პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია უფრო დიდი როლი ითამაშოს ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში?

ცივი ომის შემდეგ, ვფიქრობ ამერიკის ყველა ადმინისტრაციას, ყველა ამერიკელ პრეზიდენტს სურდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ქონა. თუმცა ეს რუსეთის ხელშია. მე იმას, რომ ვლადიმირ პუტინმა კონფლიქტის გზა აირჩია დასავლეთთან ინტეგრაციის, მეგობრობის და დასავლურ დემოკრატიებთან თანამშრომლობის ნაცვლად, ისტორიულ ტრაგედიად მივიჩნევ. მან კონფლიქტის და აგრესიის გზა აირჩია და ეს არაა კარგი რუსი ხალხისთვის და რა თქმა უნდა, არაა კარგი რეგიონული და მსოფლიო მშვიდობისთვის. მე ვთხოვდი ვლადიმირ პუტინს გადააფასოს ეს არჩეული გეზი და აირჩიოს უკეთესი გზა რუსეთისთვის, რუსი ხალხისთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის.

მას ნამდვილად არ სურს არაფრის გადაფასება. რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს პუტინის შესაჩერებლად?

ჩვენ რუსეთს ბევრი სანქცია დავუწესეთ, ჩემი პრობლემა სანქციებთან დაკავშირებით ისაა, რომ მას ვლადიმირ პუტინი, საკუთარი ხელისუფლებისთვის ეროვნული მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს. ჩვენ სანქციებს ჭკვიანურად უნდა მივუდგეთ. სანქციებმა უნდა ავნოს ოლიგარქებს, პუტინის მხარდაჭერას და მას, ბევრი მიმართულებით, კორუმპირებულ რეჟიმს, მან უნდა მისცეს რუს ხალხს მიმართულება. ისინი ასევე ძალზედ გამბედავი ხალხია, აპროტესტებენ და თავისუფლებისთვის მებრძოლ ისეთ ადამიანებს უჭერენ მხარს, როგორიც ბორის ნემცოვი იყო. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ მცდელობას მიაღწიონ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას რუსეთში.

მიდის დებატები იმაზე, რომ ევროპული ქვეყნები ნატოში საკმარის კონტრიბუციას არ ახორცილებენ. მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ქვეყნებს ესმოდეთ რუსეთთან არსებული ვითარება?

პირველ რიგში, ამერიკელი ხალხი და კონგრესი, სრულად უჭერენ მხარს ჩვენს ალიანსებს, ჩვენს მეგობრობას, და ნატოს ალიანსს. ნატომ, უკანასკნელი 75 წლის განმავლობაში ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით კრიტიკული როლი ითამაშა. და ჩვენი ღირებულებების მსოფლიოში გავრცელების კუთხითაც ის წამყვანია. ამიტომ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მას.

ამავდროულად, ამერიკელი ხალხი დიდ ტვირთს წევს, როდესაც საქმე ჩვენს ეროვნულ თავდაცვას და მსოფლიოს გარშემო უსაფრთხოებას ეხება. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან სწორია ევროპელი პარტნიორებისთვის თხოვნა, რომ გაზარდონ მონაწილეობა და პატივი სცენ აღებულ, საკუთარი და ალიანსის თავდაცვის ვალდებულებებს, საკუთარ თავდაცვაზე ბიუჯეტის ორი პროცენტის კონტრიბუციით. ეს გონივრული მოთხოვნაა. მე ყოველთვის ვიმეორებ ევროპელ პარტნიორებთან საუბრისას, რომ თუ მათ სურთ ამერიკელმა ხალხმა განაგრძოს ნატოს მხარდაჭერა, მათ უნდა აჩვენონ, რომ ისინი მხარს უჭერენ ნატოს თავიანთი კონტრიბუციით.

მიმდინარეობს განხილვა, რომ მოხდეს სამხედროების გერმანიიდან პოლონეთში გადაყვანა, ეს სწორად მიგაჩნიათ?

სამწუხაროდ, რუსეთის აგრესია, სამხედრო აგრესიაა. შენ უნდა შეგეძლოს სამხედრო მუქარის სამხედრო ძალით გათანაბრება, (ცხელ ომზე არ ვსაუბრობ). ვფიქრობ, ეს აჩვენებს ძალას და სიმტკიცეს. ერთ-ერთი გზა ამის დემონსტრაციისთვის ევროპაში წინა ხაზებზე ძალების განთავსება და ბალტიის ქვეყნებში საჰარეო პატრულირებაა, რათა ვლადიმირ პუტინმა გაანალიზოს, რომ ჩვენ არ მივცემთ მას საშუალებას უფრო შორის წავიდეს.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად?

“ამერიკის ხმას” განსაკუთრებული როლი აქვს მსოფლიოს გარშემო, და განსაკუთებით, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ადამიანებისთვის სიმართლის თქმაში. მე მჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლის გავრცელებასაც ვლადიმირ პუტინი ცდილობს.

ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობა ხვდება, რომ რუსეთს გარდა მისი გაზის რესურსებისა, ევროპის ქვეყნებისთვის არაფერი აქვს შესათავაზებელი, არასტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღმა.

ამიტომ, ეკონომიკური მომავალი, ევროპელთა კეთილდღეობა კაპიტალიზმის ეკონომიკურ მოდელშია, რომელმაც დაამტკიცა, რომ მუშაობს, სოციალისტური თუ კორუმპირებული კომუნისტური სისტემებისგან განსხვავებით. ადამიანების მომავალი დასავლეთშია და არა რუსეთთან კავშირში, რადგან რუსეთი მხოლოდ არასტაბილურობას და დეზინფორმაციას ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG