ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელმა კანონმდებლებმა პრემიერად ახალბედა პოლიტიკოსი დაამტკიცეს


A newly elected Ukraine's prime minister Oleksiy Honcharuk speaks during parliament session in Kyiv, Ukraine, Thursday, Aug. 29, 2019.
A newly elected Ukraine's prime minister Oleksiy Honcharuk speaks during parliament session in Kyiv, Ukraine, Thursday, Aug. 29, 2019.

უკრაინელმა პარლამენტარებმა ახალ პრემიერ-მინისტრად ოლექსი გონჩარუკი დაამტკიცეს. არჩევნების შემდეგ ეს უკრაინის ახალი პარლამენტის პირველი სხდომა იყო.

35 წლის პრემიერის კანდიდატურა, ამ თანამდებობაზე დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ წამოაყენა. გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად, პარლამენტარებმა გონჩარუკი ადვილად დაამტკიცეს. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი იურიდიულ საქმიანობას უკავშირდება. ბოლო დროს კი ის პარტნიორი იყო იურიდიულ ფირმაში, რომელიც უძრავი ქონების საკითხებზე მუშაობს.

გონჩარუკი წარსულში არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს მთავრობაას რეფორმების კუთხით აძლევდა რჩევებს.

დღევანდელ სიტყვაში მან თქვა, რომ ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ის ვალები, რომელიც ახალმა ადმინისტრციამ მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებისგან მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG