ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა აშშ-ის სამომავლო ურთიერთობები - პომპეო უკრაინაში ვიზიტით მიმყოფება


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსიკს. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფოლადის იმპორტზე უკრაინას გარკვეული შეზღუდვები მოუხსნას. კერძოდ, საუბარია 25% გადასახადების გაუქმებაზე, რაც უკრაინის მეტალურგიისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

"დღეს მე აქ ნათელი მესიჯი მაქვს - აშშ ხედავს, რომ უკრაინა თავისუფლების, დემოკრატიისთვის და კეთილდღეობისთვის მამაცად იბრძვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია,"
მაიკ პომპეო

ვოლოდიმირ ზელენსიკმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, არის და იქნება უკრაინის მთავარი მოკავშირე და პარტნიორი.

უკრაინის მხარე ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო აქტიურად იქნება ჩართული ყირიმის დეოკუპაციის პროცესში.

შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშანა, რომ კონგრესში მიმდინარე პროცესი გავლენას ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრმა იმსჯელეს. მაიკ პომპეოს განცხადებით ამერიკა დაეხმარება უკრაინას აგრესიის შეჩერებასა და სუვერენიტეტის აღდგენაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG