ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი 26 თებერვალს ხსოვნის დღედ აცხადებს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმის ანექსიის ხსოვნის დღედ გამოაცხადა. რუსეთი ყირიმში 2014 წლის თებერვალში შეიჭრა.

იმავე წლის მარტში, რუსეთმა რეფერენდუმი გამართა ყირიმში, რომელსაც ასამდე ქვეყანა დღემდე არალეგიტიმურად მიიჩნევს. აპრილში, კი დაიწყო რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ღია მხარდაჭერა, რასაც დღემდე 13,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, 26 თებერვალი ყირიმის ოკუპაციის დაუმორჩილებლობისადმი მიძღვნილ დღედ გამოცხადდა. სწორედ იმ დღეს, ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში, დიდი საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსეთთან დაახლოებული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG