ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის სამშვიდობო გეგმა


გეგმის თანახმად უკრაინის მთავრობა ცეცხლს ცალმხრივად შეწყვეტს და მეამბოხეებს საშუალებას მისცემს იარაღი დაყარონ და სურვილის შემთხვევაში ქვეყნიდან წავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარასკევს 14 პუნქტიან სამშვიდობო გეგმის ნაწილი წარადგინა, რომლის დანიშნულებაც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სეპარატისტული ბრძოლის დასრულებაა.

გეგმის თანახმად უკრაინის მთავრობა ცეცხლს ცალმხრივად შეწყვეტს და მეამბოხეებს საშუალებას მისცემს იარაღი დაყარონ და სურვილის შემთხვევაში ქვეყნიდან წავიდნენ.

უკრაინის მთავრობა სრულ გეგმას მოგვიანებით გამოაქვეყნებს. წინასწარი ინფორმაციით, გეგმის თანახმად უკრაინა-რუსეთის საზღვართან დაწესდება 10 კილომეტრიანი ბუფერული ზონა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ამნისტიას ჰპირდება პრო-რუსული დაჯგუფებების იმ წევრებს, რომლებსაც მძიმე სახის დანაშაული ჩადენილი არ აქვთ.
XS
SM
MD
LG