ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების კიდევ ერთი დახმარება


USAID-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას დამატებითი 10 მილიონი დოლარი გადაეცემა

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი რაჯივ შაჰი აცხადებს, რომ უკრაინას დამატებითი 10 მილიონი დოლარის დახმარება გადაეცემა.

რაჯივ შაჰის თქმით, დახმარებიდან თანხის დიდი ნაწილი უკრაინის ეროვნული მნიშვნელობის გეგმას: კორუფციის აღმოფხვრას მოხმარდება.
კორუფცია ამ წლის თებერვალში დაწყებული სახალხო მღელვარების ერთერთი ძირითადი მიზეზი გახდა, რაც საბოლოოდ ყოფილი ლიდერის - ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომით დასრულდა.

პრეზიდენტ იანუკოვიჩის მართველობის დროს თანამდებობებზე საკუთარი ხალხის დანიშვნა და კორუფცია ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ამის დამადასტურებელი იყო იანუკოვიჩის უზარმაზარი და ფუფუნებით სავსე საცხოვრებელი სახლიც. მას შემდეგ რაც გაიქცა, უკრაინის ყოფილი ლიდერი რუსეთს აფარებს თავს,

USAID-ის უფროსმა რაჯივ შაჰმა პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ 10 მილიონი დოლარის დახმარება იმ სამუშაოს მცირედი ნაწილია, რის გაკეთებასაც სააგენტო უკრაინაში ახორციელებს.

ოთხშაბათს შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს უფროსი კიევის ცენტრში მდებარე მემორიალს ეწვია, სადაც თებერვალში ათობით აქციის მონაწილე დაიღუპა.

„შეერთებულ შტატებს და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უკრაინასთან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრეზიდენტ ობამას განკარგულებით, უკრაინას ახალი მთავრობის დასაფინანსებლად მილიარდი დოლარის სესხი გადაეცა. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, ტექნიკური მხარდაჭერის სახით უკრაინას 48 მილიონი დოლარის დახმარება აღუთქვა. ეს დახმარება უფლებას მისცემს უკრაინას, ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწიოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოთხოვნილი რეფორმები გაატაროს და ახალი სესხები მოიზიდოს.“

კიევი მოსკოვს რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
ივნისის დასაწყისში საპრეზიდენტო ფიცის დადებისას, უკრაინის ახალი ლიდერი მოსახლეობას ძალადობის ერთ კვირაში დასრულებას შეჰპირდა. მან ასევე მოითხოვა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა იმ იძუელბით ადგილაცვალთათვის, ვინც აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორია მიატოვა და კიევის მიმართულებით დაიძრა.

‘’შეერთებული შტატები ძალზე შეშფოთებულია. ჩვენ გავაგზავნეთ ექსპერტები, რომლებიც უკრაინის მთავრობასთან ერთად შეაფასებენ არსებულ სიტუაციას და დაადგენენ, თუ რა სახის ჰუმანიტარული დახმარებაა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი.“

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი რაჯივ შაჰი კიევში დაღუპულთა მემორიალთან დონეცკის მკვიდრს შეხვდა. ქალბატონმა მადლობა გადაუხადა მას და პოპ ვარსკვლავს რუსლანას იმისთვის, რომ უკრაინის პრობლემა საერთაშორისო ყურადღების ობიექტად იქცა.
XS
SM
MD
LG