ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

35 წელი ჩერნობილის ატომური კატასტროფიდან


ჩერნობილის კატასტროფიდან 35 წელი გავიდა. ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ რეაქტორის დადნობა, ხანძარი და აფეთქება გამოიწვია. ელექტროსადგური უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ პრიპიატში მდებარეობდა.

1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფის შედეგად ატომური დაბინძურება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბევრად ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა. ქალაქის 50 000 მცხოვრებისა და 30 კმ-იან ზონაში მცხოვრებთა ევაკუაცია მოხდა. საბჭოთა ხელისუფლებას დღემდე ადანაშაულებენ იმაში, რომ უსაფრთხოების სათანადო ზომები დროულად არ იყო მიღებული.

საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, მეხანძრეები და ის ადამიანები, ვისაც ატომურ ნარჩენებთან პირდაპირი შეხება ჰქონდა, გარდაიცვალნენ. რადიაციამ, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში ათასობით სხვა ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა, როგორ უკრაინის, ისე ბელარუსის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც. ეს ისტორიაში ყველაზე დიდ ბირთვულ კატასტროფად მიიჩნევა, რომელის არასაომარ, სამოქალაქო ვითარებაში მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის კატასტროფის ზონას ეწვია და მსხვერპლებს პატივი მიაგო. ჩერნობილის კატასტროფის ხსოვნის დღის წინ ათეულობით ადამიანი "მოჩვენებად ქცეულ ქალაქში" შეიკრიბა და მსხვერპლა პატივსაცემად 35 სანთელი აანთო.

2016 წელს რადიაციის შესაკავებლად აფეთქებული სადგური სპეციალური "სარკოფაგით" დაფარეს. ეს 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების მეტალის გუმბათია, რომელმაც რადიაციის გაჟონვა უნდა შეაკავოს. მის ქვეშ 200 ტონაზე მეტი ურანია მოქცეული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG